12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. თუ წონის პრობლემა გაწუხებთ, დაიწყეთ ჯანსაღი კვება. აკადემიურ ფრონტზე თქვენი წარმატების შანსი გაიზრდება. სამსახურში კოლეგების მხრიდან დიდ ნდობას იგრძნობთ. კარგი იქნება თუ ცოტა ხნით რომანტიკული ურთიერთობისგან დაისვენებთ.
კურო
მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება. შესაძლოა, სახლის მეპატრონე გახდეთ და ახალი ცხოვრება დაიწყოთ. სამსახურში უმჯობესია თქვენი პრიორიტეტები გადააფასოდ. ადამიანებს თქვენი დახმარება დაჭირდება და უარი არ უთხრათ. საღამოს რომანტიკულ ატმოსფეროში გაატარებთ.
ტყუპები
ხანგრძლივი მოგზაურობა სახალისო და თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება. თქვენი მოტივაცია გაიზრდება უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ. ახალი შემოსავალი თქვენს ფინანსებს დაასტაბილურებს. საღამოს შესაძლოა, წვეულებაზე აღმოჩნდეთ და სასიამოვნო დროს გაატარებთ.
კირჩხიბი
ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. თუ ცვლილებები გინდათ, დაუთმეთ საკუთარ თავს მეტი დროა და ორიენტირდით თქვენს სურვილებზე. უძრავი ქონების გასაყიდად შესაფერისი დროა. უცხო ადამიანი თქვენს მიმართ დიდ ყურადღებას გამოხატავს.
ლომი
აკადემიურ ფრონტზე წარმატებას მიაღწევთ და ოჯახის წევრები თქვენით იამაყებენ. ახალი უნარების დასაწყებად მოგიწევთ ახალი სამსახურის ძებნა. ინვესტიციის განხორციელებისგან თავი შეიკავეთ. ხანგრძლივი მეგობრობა შესაძლოა, სიყვარულში გადაიზარდოს.
ქალწული
იღბლიანი დღეა და საინტერესო ცვლილებებს ელოდეთ. სამსახურში უფროსების კეთილგანწყობას მოიპოვებთ, რაც თქვენს კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს. ახალი გარიგება შემოსავალს საგრძნობლად გაზრდის. შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებმა თავი შეგახსენოთ.
სასწორი
მემკვიდრეობით დიდ ქონებას მიიღებთ. გამორიცხული არ არის, მოგზაურობის გეგმები შეცვალოთ. დროა, მომავალზე ორიენტირდეთ, განვითარდეთ და ახალი სამსახური მოძებნოთ. თუ სიყვარულს ეძებთ მას აუცილებლად იპოვით.
მორიელი
სამსახურში ყველაფერი თქვენი გეგმის შესაბამისად წავა. ჯანმრთელობის მხრივ მცირე პრობლემები შეგექმნებათ. მოგზაურობა საინტერესო თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება. საყვარელი ადამიანი თქვენს გასაბედნიერებლად ყველაფერს გააკეთებს.
მშვილდოსანი
დაბალანსებული დიეტა სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. თუ თავს ცუდად გრძნობთ, დაისვენეთ და საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ.
თხის რქა
უამრავი არასაჭირო ნივთის შეძენით შეიძლება ბევრი ფული დახარჯოთ. სამსახურში სწორი მიდგომის და უნარების გამო დაგაფასებენ. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად კარგია დიეტა და ვარჯიში. სიყვარული ჰაერში ტრიალებს და მალე შეხვდებით თქვენი ოცნების ადამიანს.
მერწყული
დღეს დაბნეული იქნებით და ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განხორციელდება. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. პოროფესიულ საქმიანობაში უარყოფითი ცვლილებები თქვენს განწყობაზე ცუდად აისახება. საყვარელ ადამიანთან უთანხმოებას მალე მოაგვარებთ.
თევზები
ფინანსურ პრობლემებს ახალი შემოსავალის დახმარებით მოაგვარებთ. ვარჯიშის დახმარებით სასურველ ფორმას შეინარჩუნებთ. განსხვავებული შეხედულების გამო ოჯახის წევრებთან შესაძლოა იკამათოთ. საყვარელ ადამიანთან შესაძლოა მცირე კონფლიქტი მოგივიდეთ.