საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას რუსული ნომრით მანქანა თუ გადაადგილდება თბილისში - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საერთოდ ვერ ხედავს პრობლემას იმაში, თუ თბილისში რუსული ნომრით ავტომობილი გადაადგილდება. ამის შესახებ "IPN.GE" წერს.
"თბილისის მერიის განცხადება მოისმინეთ? არ დაგაკმაყოფილათ?! არცერთი კონტრაქტორი, რომელიც მუშაობს და თბილისის მერიას ჰყავს აყვანილი, ეს ავტომობილი არ არის მათი. გარდა ამისა, სხვადასხვა მშენებლობები მიმდინარეობს კონკრეტულ გამზირზე. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას რუსული ნომრით მანქანა თუ გადაადგილდება თბილისში. რამეს გაუგებრად ვსაუბრობ? მერიას ჰყავს კომპანიები, ვინც კონკრეტულ სამუშაოებს ასრულებს", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, გუშინ თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანას, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება, მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათივე განცხადებით, სატვირთოს გადაადგილება მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ უკავშირდება და ის მერიის არცერთი კონტრაქტორი კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს.