თეგებით ძიება

როდის გაიხსნება მეტროსადგური "გოცირიძე“ - რას ამბობს კალაძე?

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროსადგურ გოცირიძის გახსნაზე ისაუბრა.

"რაც შეეხება მეტროსადგურ „გოცირიძეს", ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მომიწია განმარტებების გაკეთება. პროექტი თავიდან რაც იყო გათვალისწინებული, სამუშაოების განხორციელების დროს ძალიან დიდი პრობლემა გამოიკვეთა, ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და მოგვიწია არსებული ბაქნის მთლიანად დაშლა და ახალი პროექტის განხორციელება. სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დამთავრებულიყო, თუმცა კომპანიამ რამდენიმე კვირით მოითხოვა ვადის გადაწევა. ჩვენ ამას დავთანხმდით, იმიტომ რომ სამუშაოები ბოლოშია მიყვანილი და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას და ადამიანებს მოემსახუროს",- განაცხადა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა