თეგებით ძიება

"რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოსკოვში ვიყავი. ძალიან ძნელი იყო, ქუჩაში დაგვდევდნენ" - რას ამბობს დათო ხუჯაძე?

მომღერალი, დათო ხუჯაძე "რუთავი2"-ის ეთერში აგვისტომ ომს იხსენებს.

"რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოსკოვში ვიყავი. ძალიან ძნელი იყო, ქუჩაში დაგვდევდნენ. ნაცნობი ტაქსის მძღოლები გვყავდა და ვეუბნებოდი, რომ მოშორებით გაეჩერებინათ, კარი გაეღოთ, გავვარდებოდი ხოლმე და მანქანაში ვხტებოდი. კავკასიელებს დაგვდევდნენ. სახეზე რომ შემოგვხედავდნენ საბუთების წარდგენას ითხოვდნენ და ხევდნენ პასპორტს.

საშინელება ხდება, არ ვიცი ვინ და რატომ დაუშვა ეს ყველაფერი. იმის გამო, რომ რუსეთი ამხელა ერია, თავს უფლებას აძლევს, რომ ვიღაცები ჩაგროს, ყოველთვის ასე იყო“, - ამბობს მომღერალი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა