თეგებით ძიება

ფაქტები და დასკვნები შოკისმომგვრელია - "ქართული ოცნება" საგანგებო შეკრებას გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების განცხადებას შოკისმომგვრელს უწოდებს.

"რა თქმა უნდა, ფაქტები და დასკვნები, რაც ამ წერილშია მოყვანილი, შოკისმომგვრელია და ვვარაუდობ, რომ ასეთივე რეაქცია ექნება ჩვენს საზოგადოებასაც. ვფიქრობ, აუცილებელი იქნება ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში შეიკრიბოს და ჩვენს შეხვედრაზე გვქონდეს მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც ამ წერილშია წარმოდგენილი", - განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა