თეგებით ძიება

ეს წერილი კონცენტრირებული ქვეყნის ღალატის აღწერაა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან - გიგა ბოკერია „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების წერილზე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან ამერიკის საელჩოზე გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა.

„მოღალატეობრივი, მავნებლური ბოდვა რომ შევყაროთ ერთად, რაც კი ამ წლების განმავლობაში გაგვიგია და ყველანაირი თეორიები, ეს წერილი კონცენტრირებული ქვეყნის ღალატის აღწერაა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან.

დარწმუნებული ვარ, პირადად მისი {ბიძინა ივანიშვილის} ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა ეს, მაგრამ მნიშვნელობაც არ აქვს მაგ დეტალს. ეგ არის ამ კაცისა და მისი გარემოცვის არსი, საკუთარი ინტერესებისთვის უტიფარი ბოდვით ქვეყნის ინტერესების ღალატი, თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირება და საქართველოს მარტო დატოვება“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა