თეგებით ძიება

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:


ვერძი
საქმიანი გეგმების განსახორციელებლად შესაფერისი დროა. ჯანმრთელობას უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ, რათა სერიოზული პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეთ. კოლეგასთან არსებული გაუგებრობა მარტივად მოგვარდება. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.

კურო
ახალი გარიგება კარგ შემოსავალს მოგიტანთ. მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება. პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე მოგიწევთ დადგომა. საკუთარ გეგმებს და სურვილებს უფრო მეტი დრო დაუთმეთ. რომანტიკული ურთიერთობა არც ისე წარმატებული აღმოჩნდება.

ტყუპები
პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვანია, რომ ყველა თვქვენი გეგმა ეტაპობრივად განახორციელოთ. გამორიცხული არ არის დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდეთ და ერთად სასიამოვნო დრო გაატაროთ. სიყვარული ჰაერში ტრიალებს და მალე შეხვდებით თქვენს მეორე ნახევარს.

კირჩხიბი
ოჯახში საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების აღება მოგიწევთ. მოგზაურობა, რომელცას გეგმავდით ძალიან გაგახალისებთ. სამსახურში ბევრი დროის გატარება მოგიწევთ, მაგრამ ყველა დავალების შესრულებას დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხებთ.

ლომი
ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. სამსახურში კოლეგასთან უთანხმოება მოგივათ. მეგობარს თქვენი ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება. შეყვარებული თქვენს გასამხიარულებლად საინტერესო საღამოს მოაწყობს.


ქალწული
კარგი იქნება თუ სახლში მეტ დროს გაატარებთ და დაისვენებთ. ფინანსური კუთხით თქვენი შემოსავალი გაიზრდება. საღამოს გეგმები შესაძლოა გაუთვალისწინებელი გარემოების გამო შეიცვალოს. ახალი რომანი თქვენს ცხოვრებას გაახალისებს.

სასწორი
ინვესტიცია სასურველ შედეგს არ მოგიტანთ და შესაძლოა იმედი გაგიცრუვდეთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდება. პროფესიულ საქმიანობაში იმაზე მეტს მიაღწევთ ვიდრე გეგონათ. საყვარელი ადამიანის საჩუქარი დღეს გაგიხალისებთ.

მორიელი
ოჯახის წევრმა შესაძლოა ნერვები მოგიშალოთ, მაგრამ არ აყვეთ ემოციებს და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. იღბლიანი დღე გაქვთ და საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ. ახალი შემოსავლის დახმარებით თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება. ქონებრივი დავა საბედნიეროთ თქვენი გამარჯვებით დასრულდება.

მშვილდოსანი
სამსახურში ყველაფერი თქვენი გეგმით არ წავა და მცირე პრობლემები შეგექმნებათ. მემკვიდრეობით შესაძლოა უძრავი ქონება მიიღოთ. აკადემიურ ფრონტზე სწორი გეგმის და მიდგომების წყალობით წარმატებას მიაღწევთ. ვარჯიში კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

თხის რქა
ოჯახში ყველაფერი დადებითი კუთხით შეიცვლება. ოჯახის პატარა წევრთან განსხვავებული შეხედულების გამო კონფლიქტი მოგივათ. მოგზაურობის კარგი შესაძლებლობა გექნებათ და უარი არ თქვათ. ცხოვრება სიურპრიზეს გიმზადებთ, ასე რომ არ შეგეშინდეთ ცვლილებების.

მერწყული
ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენს ფიზიკურ ფორმასა და ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას იქონიებს. ინვესტიცია წარმატებული აღმოჩნდება და თქვენი შემოსავალიც გაიზრდება. არ შეწყვიტოთ პროფესიული კუთხით განვითარება და ყველა შესაძლებლობა სათანადოდ გამოიყენეთ.

თევზები
ხანმოკლე მოგზაურობა ახალი იდეებით და პოზიტივით დაგმუხტავთ. გამორიცხული არ არის ახალი ბინის ან მანქანის მეპატრონე გახდეთ. ოჯახის წევრებთან არსებული უთანხმოება მალე მოგვარდება. კარგი კონტაქტების დახმარებით ახალ სამსახურს დაიწყებთ. თუ სიყვარულის მაძიებელთა რიგში ხართ, მას აუცილებლად იპოვით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა