თეგებით ძიება
15. 08. 2022 News-ები

"მადლიერება კეთილშობილური სულის ნიშანია" - ეზოპეს ლაკონური და ბრძნული გამონათქვამები, რომლებიც დღესაც აქტუალურია

ეზოპე - ძველბერძენი მეიგავე, რომელმაც შექმნა იგავი, როგორც ჟანრი. ის ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში. წარმოშობით ფრიგიელი იყო; დაწერა 400-მდე იგავ-არაკი. ეზოპეს ცხოვრების შესახებ ცნობები გაფანტულად გვხვდება ძველ წყაროებში, მათ შორის არისტოტელეს, ჰეროდოტესა და პლუტარქეს ხელნაწერებში. უძველესი ლიტერატურული ნაწარმოები სახელწოდებით „ეზოპეს რომანი“, მოგვითხრობს მისი ცხოვრების ეპიზოდურ, შესაძლოა გამოგონილ ვერსიას; ეზოპე აღწერილია, როგორც მახინჯი მონა, რომელიც თავისი ჭკუით იძენს თავისუფლებას და ხდება მეფეების მრჩეველი.

გთავაზობთ ანტიკურ სამყაროში პოპულალური ეზოპეს დახვეწილი და ლაკონური, ბრძნული გამონათქვამები, რომლებიც დღესაც აქტუალურია

1. კეთილი ქმედება, რაც არ უნდა მცირე იყოს, არასოდეს იკარგება;

2. მადლიერება კეთილშობილური სულის ნიშანია;

3. მატყუარას აღარ დაუჯერებენ მაშინაც კი, როცა ის სიმართლეს ამბობს;

4. გარეგნობა ხშირად მაცდუნებელია;

5. ადვილია, იყო მამაცი უსაფრთხო გარემოში;

6. იყავით კმაყოფილნი თქვენი ხვედრით; არ შეიძლება ყველაფერში პირველი იყოთ;

7. მტრებს ჩვენივე განადგურების საშუალებას ხშირად ვაძლევთ;

8. საეჭვო მეგობარი გარკვეულ მტერზე უარესია;

9. უბედურები კომფორტს იღებენ სხვისი უბედურებისგან;

10. გაანადგურე ბოროტების თესლი, თორემ ის გაიზრდება შენს დასანგრევად.
https://www.brainyquote.com/authors/aesop-quotes


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა