საქართველოში საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა
საქართველოში საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 245.3 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2022 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 255,3 ლარი იყო. 2021 წლის ივლისში კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 218,3 ლარს შეადგენდა. ანუ, წლიურად საარსებო მინიმუმი წლიურად თითქმის 61.8 ლარით არის გაზრდილი.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ივლისში ივნისთან შედარებით, 8,8 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 226,1 ლარის ნაცვლად, 217,3 ლარი გახდა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.