თეგებით ძიება

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებულ პირებს აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დაუფინანსებს

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს.

აღნიშნული პროგრამის მიხედვით, მოსარგებლეებს ქვეპროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.

თბილისში რეგისტრირებულ 60 წლის და 60 წელს ზემოთ პირებს მომსახურების მიღება შეუძლიათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში.

თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის "სპორტი უფროსი თაობისთვის" თანახმად, თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 300 ადამიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა