ბილაინი და DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორი - Mondia პარტნიორები გახდნენ
ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას. ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, ბილაინმა თანამშრომლობა დაიწყო ერთ-ერთ დიდ და მნიშვნელოვან DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორთან Mondia. პარტნიორობის ფარგლებში პერიოდულად გაეშვება სხვადასხვა ციფრული სერვისისა თუ კონტენტის მომწოდებელი მერჩანტების პროდუქტები, რომელთა საფასურის გადახდა აბონენტის მობილური ბალანსიდან ხდება.
პირველი ასეთი პროდუქტია GameOnz - მობილური თამაშების პორტალი, სადაც მომხმარებელს შეუძლია სასურველი პრემიუმ თამაშების უფასოდ გადმოწერა. სერვისით სარგებლობისთვის აბონენტი უნდა ეწვიოს პროდუქტის გვერდს, გაეცნოს პირობებს და გამოიწეროს სერვისი - 5 ლარად / კვირაში. თუ აბონენტს აღარ მოუნდება აღნიშნული სერვისით სარგებლობა, იგი მარტივად შეძლებს სერვისის გამოწერის გაუქმებას, როგორც SMS შეტყობინების (ნომერზე 1407, ტექსტით Unsub Gameonz) ასევე შესაბამისი ბმულის დახმარებით.
ბილაინის მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დამატებითი ღირებულება და შესთავაზოს პროდუქტები, რომლებიც აბონენტების არაერთ საჭიროებას გადაწყვეტენ.
კომპანია სწრაფად ავითარებს ციფრულ ეკოსისტემას და აბონენტებისთვის ქმნის მათ კომფორტსა და ინტერესებზე მორგებულ თანამედროვე, ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებსა და მომსახურებას.