ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში ჩამოვიდა
ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა საქართველოშია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
პოლონელი პოლიტიკოსი, თბილისში, პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მემორიალს ეწვია და კაჩინსკის ხსოვნას პატივი მიაგო.
"მოხარული ვარ თბილისში ყოფნით, რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად. უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის, პოლონეთისა და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. საქართველოში ყოველ ვიზიტს ვიწყებ პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, საქართველოს დიდი მეგობრის პატივის მიგებით, რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა რუსული საფრთხეები", - განაცხადა ფოტოგამ.