თეგებით ძიება

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” უკრაინისა და საქართველოს ჰიმნით გაიხსნა

თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია ახელწოდებით - “დიდება უკრაინას!” - უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა.

მანამდე, დამსწრე საზოგადოებამ უკრაინაში გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ და მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაზე იმსჯელებენ უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და ევროპული უსაფრთხოების მომავალზე.

პანელური დისკუსიის თემებია: რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და დასავლეთის რეაქცია; სამხედრო აგრესიის გეოპოლიტიკური შედეგები; არეულობა რეგიონში; ომის გავლენა ევროპის მომავალზე; დემოკრატია ავტორიტარიზმის წინააღმდეგ; საით მიდის საქართველო; საინფორმაციო ომები; რუსეთის შემდგომი ნაბიჯები; ავტორიტარიზმისა და კლეპტოკრატია/ კორუფციის საფრთხეები; შეერთებული შტატები ამ ყველაფერში.

ცნობისთვის, 2 წლის შემდეგ კონფერენეცია საქართველოში პირველად ტარდება. პანდემიის გამო მისი ჩატარება ვერ ხერხდებოდა. თბილისი მსგავს კონფერენციას მეექვსედ მასპინძლობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა