თეგებით ძიება

პოლიტიკური კრიზისი "ნაც მოძრაობას" და ოპოზიციას აქვთ. საქართველოში მიმდინარეობს აღმშენებლობა, ეკონომიკური წინსვლა - კალაძე ვადამდელ არჩევნებზე

თბილისის მერი, კახა კალაძე "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, კრიზისი კი ოპოზიციას აქვს.

"პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს ქვეყანაში, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად, ნაციონალური მოძრაობა. საქართველოში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. ვადამდელი არჩევნების ინიციატივა არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე. არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციას აქვთ", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ "ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა