თეგებით ძიება

ვეთანხმები კახი კალაძის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან ქვეყნის მტრები - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სრულად ეთანხმება თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც „დებიძინიზაციაზე" საუბრობენ, ქვეყნის მტრები არიან.

„მთლიანად ვეთანხმები კახა კალაძის განცხადებას, მან თქვა, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც ე.წ. დებიძინიზაციაზე საუბრობენ, ქვეყნის მტრები არიან, რა თქმა უნდა, მათ მტრული მოტივაცია ამოძრავებთ, რაც ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმეა. ევროპარლამენტარები არიან და ყველა პარლამენტში არიან ასეთი ადამიანები. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კონკრეტული შეთავაზება გვაქვს. ჩვენ ავიღეთ და ვთარგმნეთ უკრაინული კანონი, მცირე ადაპტაციით მოხდა მისი დაკოპირება და ახლა ეს საკითხი განიხილება სამუშაო ჯგუფში. რატომ უკრაინული კანონი? იმიტომ, რომ ქართულ რეალობაზე მორგებული არ არის, განყენებულ სივრცეში არის ჩამოყალიბებული", - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა