ირაკლი ღარიბაშვილი ლიზ ტრასს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ განცხადებას პრემიერი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ავრცელებს.
“ქალბატონ ლიზ ტრასს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ. საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობამ ბოლო წლებში ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა. საქართველოს მთავრობის სახელით ლიზ ტრასს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე, გამოწვევებით სავსე პერიოდში”,- წერს პრემიერ-მინისტრი.