თეგებით ძიება

სოხუმში რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის წინააღმდეგ აქცია გამართეს

სოხუმში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია გამართა. აქციის ამსახველ ფოტომასალას აფხაზი ჟურნლისტი, ელეონორა გილოიანი „ტელეგრამზე“ ავრცელებს.

21 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა მიმართა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს და გაუგზავნა თანხმობა, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით.

2022 წლის 19 ივლისს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე.

შეთანხმების მიხედვით, რუსეთს უსასყიდლოდ გადაეცემა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კომპლექსი, დაახლოებით 180 ჰექტარი მიწა და მიმდებარე აკვატორია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა