არახამია აშანტაჟებს ივანიშვილს - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე?
უკრაინამ ექსპრემიერისს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირება მოითხოვა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ივანიშვილის მიმართ სანქციების საკითხს შანტაჟად აფასებს, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა.
კობახიძე შანტაჟში უკრაინის მაღალჩინოსნებს, მათ შორის ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, დავით არახამიას ადანაშაულებს. კობახიძის თქმით, "თუ ღირსეულია", არახამიამ ქართველ ხალხს უნდა უთხრას, რატომ ემუქრება ივანიშვილს სანქციებით და რატომ ცდილობს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას: "თუმცა ღირსება მათ არ აქვთ, არახამიას ღირსება ჩვენ ვიცით", - თქვა მან.
"ამ ყველაფრის მიზანი ნათელია, მიზანი არის ერთადერთი - არახამია პოდოლიაკისა და დანილოვის პირით გვეუბნება, რომ უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი და მეორე მხრივ აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს, რომ ის რაღაცნაირად ჩვენ გვთხოვს ომის დაწყებას.
არის თუ არა იმის საფრთხე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში, რომ ჩვენ გვთხოვოს ომის დაწყება? - ამას გამოვრიცხავ, რადგან ამ კაცს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის წინააღმდეგ და არც ამ შემთხვევაში გადადგამს, ამაში ვარ დარწმუნებული, განსხვავებით არხამიასგან, რომელიც არის უსამშობლო კაცი. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის სამშობლოს ფასი, აქედან გამომდინარე, ვერავითარი შანტაჟი და მუქარა, მას ვერ აიძულებს რომ გადადგას ნაბიჯი მეორე ფრონტის მიმართულებით, რაც არის მათი მიზანი.
რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, როცა ადამიანის დაშანტაჟება გინდა ფორმალური სანქცია არ არის ეფექტური საშუალება, ადამიანს თუ დასჯი მას ვეღარ აშანტაჟებ, იმიტომ რომ საშუალება უკვე სახეზეა, არაფორმალური სანქციაა ამ კუთხით უფრო ეფექტურია, რაც შვეიცარიაში ხდება. სანქციებზე წასვლა მათი მხრიდან იქნება სასოწარკვეთილი ნაბიჯი, მაგრამ ლოგიკურად ეს ასე არ უნდა მოხდეს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირებას ითხოვს. მიზეზი სწორედ ოკუპანტი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულიო ომის მხარდაჭერაა. სიაში 12 ქართველის გვარია.
წყარო: mtavari.tv