თეგებით ძიება

რუსეთი საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას "დააკვირდება" - რა გეგმები აქვს კრემლს?

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა.

დოკუმენტის თანახმად, მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ, დსთ-ს ქვეყნებთან და ოკუპირებულ - აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება იქნება.

კონცეფციაში ნათქვამია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

"რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საკუთარი უფლებების განხორციელებაში, მათი ინტერესების დაცვისა და სრულიად რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში", - ნათქვამია კონცეფციის ტექსტში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის თასობით მოქალაქე შემოვიდა, ისინი აქ არეგისტრირებენ ბიზნესებს და ყიდულობენ უძრავ ქონებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა