კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოების წინაშე - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს პასუხობს.
ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს.
"კუბილიუსი არის ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად. პირადად კუბილიუსი არის ჩართული. რა ამოძრავებს არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია, არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.