თეგებით ძიება

პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის განკარგულება გასცა

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ა­ვა­ლა, რუ­სე­თის სა­ხე­ლით ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბა­ზე ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­თან ე.წ.ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის შე­სა­ხებ. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა.

"მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნას რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­თან­ხმე­ბუ­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ფე­დე­რა­ლურ აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კას შო­რის ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის თა­ო­ბა­ზე", - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში, რომელიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია იუ­რი­დი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ პორ­ტალ­ზე.

შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც 2008 წლის 26 აგ­ვის­ტომ­დე ჰქონ­დათ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და გა­ნა­ცხა­დის მი­ღე­ბის დღეს არ და­უ­კარ­გავთ ის და მი­აღ­წი­ეს სრულ­წლო­ვა­ნე­ბას.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა