თეგებით ძიება

მიშა ნიკა მელიას გამოა ციხეში… - რას ამბობს ლალი მოროშკინა?

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ "ჯორჯიან თაიმსთან" საუბრობს.

“ის რაც მიხეილ სააკაშვილს გაუკეთეს, ნაციონალური მოძრაობის მესვეურებმა და ნიკა მელიამ, რომელმაც თქვა, რომ მიშიზმი სულ სხვა არის და ნაციონალური მოძრაობა სულ სხვა… გაწირეს უბრალოდ… ასე მიმაჩნია… მოტყუებთ ჩამოიყვანეს და უთხრეს, რომ მილიონი ადამიანი დახვდებოდა ბათუმში… მოატყუეს უბრალოდ. მე კარგად ვიცნობ მიშას, რამდენადაც შეუძლია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, იმდენად შეუძლია ემოციას აჰყვეს. ემოციური იყო მისი ჩამოსვლა.

დღეს, წესით, ნიკა მელია სათავეში კი არ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის, საერთოდ მოშორებული უნდა იყოს პოლიტიკას და ოპოზიციას. მე შეიძლება, მაწყობდეს, პირიქით, ნიკა მელიასნაირი ფიგურა, მაგრამ სიმართლის თქმა მიყვარს, ნიკა მელიას გამო დღეს სააკაშვილი ციხეში, ნიკა მელიას გამო, რომ ნაციონალურ მოძრაობაში გაიყო ხმები ორად და სამად და ეს ხმებზეც იმოქმედებს. მიშასთან არის ასოცირებული ნაციონალური მოძრაობა. დღეს გამზადებულზე, მზამზარეულე ნიკა მელია, რომ თვითონ ჭრის და კერავს… იცით რა, ციხეს ორი კარი აქვს და სააკაშვილი დღეს რომ შევიდა ციხეში, ხვალ ამ ციხიდან გამოვა…”, - აცხადებს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა