თეგებით ძიება

უსამშობლო ადამიანებით დაკომპლექტებული ომის და ღალატის პარტია ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უსამშობლო ადამიანებით დაკომპლექტებული ომის და ღალატის პარტია ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას.

"რასაც ეს ხალხი და მათი პატრონები აკეთებენ ეს იწვევს ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მოქალაქის იმიჯის დაზიანებას, მსოფლიოს ძალიან ბევრი ხალხის თვალში. მათი ეს ისტერია, რაც ქვეყნის შიგნით არის და მერე გააქვთ ქვეყნის გარეთ, იწვევს საქართველოს დაზიანებას, არ ერიდებიან, ოღონდ დააზიანონ „ქართული ოცნება“ და ამას მიყვება ქართული სახელმწიფოც. ეს არის საქართველოს მტრობა და სწორედ, ამიტომ ვეძახით ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანებს. უსამშობლო ადამიანებით დაკომპლექტებული ომის და ღალატის პარტია ვერასოდეს წარმატებას ვერ მიაღწევს, არათუ ამ რაღაც მიკრო თემებში, არამედ ვერცერთ დიდი თემაში. ამის პირობას ვაძლევთ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მტრობაში არავის გაუმარჯვია - საბოლოოდ ეს ქვეყანა იმარჯვებს ხოლმე. აქ არ არის საუბარი „ქართული ოცნებაზე“, მმართველ გუნდზე და მოსახლეობის ნახევარზე, რომელიც ჩვენ გვიჭერს მხარს და ა.შ. აქ არის საუბარი საქართველოზე და მის ეროვნულ ინტერესებზე. ეროვნული ინტერესები არ დამარცხდება, ამას უნდა შეეგუონ და სისულელეებს დაანებონ თავი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა