თეგებით ძიება

“თუკი საქართველოში რამე ფუჭდება, რა შუაშია ივანიშვილის სანქცირების საკითხი?!” – გრიგოლ ლილუაშვილი

ამერიკულ გამოცემა The Washington Post-ში გამოქვეყნდა წერილი, სადაც საუბარია პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილთან მიმართებაში განმარტებას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი.

„თუკი საქართველოში რამე ფუჭდება, ფუჭდება თუ არა ამას მივუბრუნდებით, რა შუაშია ივანიშვილის სანქცირების საკითხი?!

ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის პატრიოტი. ამას ჩემი სამსახური კი არა მთელი საქართველო უყურებს. კაცმა, რომელმაც დღემდე მოიტანა ის მიღწევები, რითაც ამაყობს დღეს ჩვენი ქვეყნის არა მარტო მთავრობა და სახელისუფლებო წრეები, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობა!

კარგს კარგი უნდა დაარქვა, ცუდს – ცუდი. ამ კაცმა თუ რამე დააშავა დადეთ რამე ელემენტარული მაგალითი!“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშილმა.

ინფორმაციისთვის, The Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში საუბარია იმ შედეგებზე, თუ რაც შეიძლება მოყვეს საქართველოს რაიმე სახის კავშირს რუსეთთან. „ცალკეულმა ინდივიდებმა მესამე ქვეყნებში – მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს დე-ფაქტო მმართველმა, უნდა იცოდნენ, რომ სანქციები მათაც შეეხება, თუკი არ შეწყვეტენ პუტინის ბარბაროსული შეჭრის მხარდაჭერას. ფასი უნდა გადაიხადოს ნებისმიერმა პირმა, რომელიც თუნდაც არაპირდაპირი გზით ან ირიბად/პასიურად ეხმარება რუსეთის ომს უკრაინაში” – ნათქვამია გამოქვეყნებულ წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა