თეგებით ძიება

„ბებიის დღის“ დაწესებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

დღეს, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას განიხილავდა.

წინადადებით პარლამენტს მოქალაქე მიხეილ სახვაძემ მიმართა.

„1906 წლის 17 სექტმბერს არის დაბადებული გენიალური ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილი;

მოქალაქის თქმით, სწორედ სესილია თაყაიშვილმა შექმნა დაუვიწყარი სახეები "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ოლღა ბებიას სახით და "ნატვრის ხეში" მარადიას სახით. ბებია და ბარაქიანი შემოდგომა, რთველი, ჩურჩხელა, თათარა, ფელამუში – ეს ყველაფერი ქვეყანაში ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული“, - იყო განმარტებული მოქალაქის ინიციატივაში.

„საკანონმდებლო წინადადება არ იქნა მხარდაჭერილი. საკანონმდებლო წინადადება მიმართვა უნდა იყოს კანონში ცვლილების შეტანაზე. ავტორს ოფიციალურ დღედ გამოცხადება სურდა. ეს კანონში ცვლილებას არ მოითხოვს და საკანონმდებლო წინადადების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა“,- განმარტვენ ჯანდაცვის კომიტეტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა