თეგებით ძიება
14. 09. 2022 მსოფლიო

"აზერბაიჯანმა სომხეთში განთავსებული რუსი მესაზღვრეების ბაზა დაბომბა" - რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის?

ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ ვითარებაზე ახალ ინფორმაციას წერს. გავრცელებული ინფორმაციით,
აზერბაიჯანმა სომხეთში განთავსებული რუსი მესაზღვრეების ბაზა დაბომბა.

"სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა სომხეთში განთავსებული რუსი მესაზღვრეების ბაზა დაბომბა", - წერს ზურა ბატიაშვილი.

სომხური მედია დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება უკანასკნელ დღეებში ისევ გამწვავდა. სომხური და აზერბაიჯანული მხარეების ინფორმაციით, მოწინააღმდეგეებმა, სულ მცირე, 50-50 სამხედრო პირი მოკლეს.

მხარეები ერთმანეთს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაში ადანაშაულებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა