დაიღუპა 38, გადარჩა 29 - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ბაქო-გროზნოს ავიარეისის კატასტროფაზე
ყაზახეთის ქალაქ აქთაუში "აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, კატასტროფის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელმა კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა.
მისი თქმით, თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 29 კი გადარჩა.
გადარჩენილები სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმფრინავის მგზავრებიდან დაღუპულია აზერბაიჯანის 23 მოქალაქე, რუსეთის 7 მოქალაქე და ყაზახეთის 6 მოქალაქე. ეკიპაჟის 5 წევრიდან 2 დაიღუპა და 3 გადარჩა.