თეგებით ძიება

მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში - გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერიმ გიორგი გახარია ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ ოკუპირებულ აფხაზეთში მკაცრად გმობს. ამის შესახებ გახარია სოციალურ ქსელში წერს.

„ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, რომელსაც მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ყველა მტკიცედ უნდა დავდგეთ ასეთი დარღვევების წინააღმდეგ!“ – წერს „ტვიტერში“ გახარია.

როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა