ვერავინ შეცვლის ქართველებისა და აფხაზების ბედს მშვიდობიანად იცხოვრონ ერთიან საქართველოში - გიორგი კვირიკაშვილი
ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა.
"ბელარუსის მარგინალიზებული “ლიდერის”, ლუკაშენკოს სამარცხვინო ნაბიჯი - იმოქმედოს როგორც რუსეთის სახელმწიფოს კიდევ უფრო მარგინალიზებული ჩაძირული მეთაურის, პუტინის მარიონეტმა. ვერავინ შეცვლის ქართველებისა და აფხაზების ბედს მშვიდობიანად იცხოვრონ ერთიან საქართველოში - იმედია უფრო ადრე, ვიდრე გვიან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.