თეგებით ძიება
29. 09. 2022 მსოფლიო

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, პუტინის რეიტინგმა დაიკლო - კვლევა

რუსეთში „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, პუტინის რეიტინგმა დაიკლო.

გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის - აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი - 24% იყო.

6 პროცენტით შემცირდა ვლადიმერ პუტინის საქმიანობის დადებითი შეფასებაც. თუ ბოლო სამი თვის განმავლობაში, გამოკითხულთა 83% დადებითად აფასებდა მის მუშაობას, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 77%-ია.

კითხვაზე - მოგწონთ თუ არა ვლადიმერ პუტინის საქმიანობა? გამოკითხულთა 77% პასუხობს, რომ კი, ხოლო 21 % – არა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა