უკრაინა რომ დამარცხებულიყო, თქვენთან მობილიზაციისგან გაქცეული რუსები კი არა, საოკუპაციო ჯარი შემოვიდოდა - გონჩარენკო
უკრაინული რადას დეპუტატი, ალექსი გონჩარენკო აცხადებს, რომ უკრაინას საქართველოსთვის არ უთხოვია, რომ მობილიზაციისგან გაქცეული რუსები მიეღო.
"პირველ რიგში, უკრაინას საქართველოსთვის თხოვნით არ მიუმართავს, რომ რუსეთის მოქალაქეები მიეღოთ, ამიტომ ჯობია, საქართველოს მთავრობამ უკრაინა ფარად არ აიფაროს. თუ სურთ, რომ უკრაინას მხარი დაუჭირონ, მაშინ მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღონ. გარდა ამისა, ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა იარაღით გვეხმარება. მესმის, რომ საქართველოს ბევრი იარაღი არ აქვს, მაგრამ რაღაც რაოდენობით აქვს. პატარა ქვეყნებიც კი გვეხმარებიან და საქართველოსაც შეეძლო, რომ ეს სიმბოლურად გაეკეთებინა“, - განაცხადა გონჩარენკომ „ტვ პირველის“ ეთერში.