თეგებით ძიება

მჯერა, ამ ხელისუფლების გაშვების გზა გადის ქუჩაში... - რას ამბობს ზურაბ ჯაფარიძე?

"გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციაში ერთიანობა არ არის და უმოქმედობაა.

"მჯერა, ამ ხელისუფლების გაშვების გზა გადის ქუჩაში. დედაენის ბაღში შეკრებისას გამოდის ბევრი გაბრაზებული ხალხი. არჩევანი წაგვართვეს, ძალაუფლება არის უზურპირებული - მიტაცებული. ჩემი ამოცანაა დავიბრუნო არჩევანის უფლება. მივაღწევთ იმას, რომ დავანიშნინებთ რიგგარეშე არჩევნებს, პარალიზებას გავუკეთებთ, რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას.

ოპოზიციაში ველაპარაკები ბევრს. აუცილებელია ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ და საჭიროების შემთხვევაში ერთად დადგნენ. არანაირი ინტერესი არ მაქვს რაიმე სახელმწიფო თანამდებობა დავიკავო. ოპოზიციაში არ იციან რა აკეთონ. ქუჩაში გამოსვლა არის მნიშვნელოვანი, სხვა გზა არ არსებობს“, - აცხადებს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა