დედას გეფიცებით, რომ ეგრეა - ალუდა ღუდუშაური რუსების შემოსვლის კონტროლზე
"ქართული ოცნების" წევრი, წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ რუსების საქართველოში შემოსვლა კონტროლდება.
"ცივილიზებული სამყარო არ არის ჩამოყალიბებული, ზოგადად რა მიდგომა უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევაში. არ მგონია, რომ ვინმეს ზოგადად ჩაკეტილი ჰქონდეს საზღვარი და პირველი მერცხლები რატომ უნდა ვიყოთ, გაუგებარია, როდესაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ დიახ, ყველაფერი კონტროლდება, თუმცა სტატისტიკა არის გაზრდილი და ეს არის ცალსახა.
ასეთ შემთხვევაში, ყოვლად დაუშვებელია იმაზე მეტი აჟიოტაჟის ატეხა, ვიდრე ზოგადად ობიექტური სურათი არის...დედას გეფიცებით, რომ ეგრე“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".
განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.