თეგებით ძიება
30. 09. 2022 მსოფლიო

"გათავისუფლებული" ტერიტორიების მცხოვრებლები სამუდამოდ რუსეთის მოქალაქეები გახდებიან - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებ, რომ "გათავისუფლებული" ტერიტორიების მცხოვრებლები სამუდამოდ რუსეთის მოქალაქეები გახდებიან.

"დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რეგიონების ხალხი სამუდამოდ ჩვენი მოქალაქეები გახდებიან“, - განაცხადა პუტინმა.

მან, ასევე დასძინა, რომ უკრაინამ პატივი უნდა სცეს რუსეთის მიერ „გათავისუფლებული“ რეგიონების მცხოვრებლების არჩევანს.

„დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რეგიონებს საერთო ბედი აქვთ რუსეთთან“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, უკრაინის ოკუპირებულ 4 რეგიონში, დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ნაწილში "რუსეთთან შეერთების" ფსევდორეფერენდუმები რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა. კრემლი ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა "რუსეთთან შეერთებას". ამ "რეფერენდუმებს" დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმის ანექსია 2014 წელს ე.წ. რეფერენდუმის საფუძველზე განახორციელა და ეს ტერიტორია ფედერაციის შემადგენლობაში შეიყვანა.

უკრაინაში რუსეთი მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა