თამარ ტალიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება
საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება. ამის გამო, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება.
აღნიშნულ საკითხზე 3 ოქტომბერს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს.
თამარ ტალიაშვილს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა შეცვლის.