თეგებით ძიება

სხვისი პრაქტიკის გამოყენება ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, ვერ იმუშავებს საფუძვლიანად - დეგნანი დეოლიგარქიზაციის კანონზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ იმუშავებს საფუძვლიანად.

"დეოლიგარქიზაცია გულისხმობს არასათანადო გავლენის აღმოფხვრას, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე, იქნება ეს - ფულით, ფინანსურად თუ სხვა გავლენებით. ეს პრობლემა ყველა ქვეყანაშია, მათ შორი, ჩემს ქვეყანაში და ყველა ქვეყანა ეძებს გზებს მის გადასაჭრელად. მივიჩნევ, სხვისი პრაქტიკის გამოყენება ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, ვერ იმუშავებს საფუძვლიანად, რადგან თითოეულ ქვეყანას თავისი კონტექსტი აქვს“, - აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა