თეგებით ძიება

ხელისუფლებიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის მათთან კავშირის შესახებ, რომლებიც საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას ძირს უთხრიან - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ არ სურს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტარის გაკეთება.

მისი თქმით, ქართველ საზოგადოებას ძალიან კარგად შეუძლია იმის დანახვა, რა ხდება.

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ხელისუფლებიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის მათთან კავშირის შესახებ, რომლებიც საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას ძირს უთხრიან და მეორე მხრივ კი განცხადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და სხვა პირებისგან აშშ-სა და საქართველოსა და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ბევრი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორია ვრცელდება, თუმცა სიმართლე არის ის, რომ შეერთებული შტატები 30 წელია საქართველოს განვითარებაში ეხმარება.

„ყოველთვის მსურს ფაქტებით ვისაუბრო, რადგან ბევრი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორია არსებობს და ფაქტი ის არის, რომ 30 წელია აშშ ერთგულია , დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაში, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, აშშ ეხმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში. 30 წელია აშშ ეხმარება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში ისე რომ, ქართველ ხალხს ჰქონდეს რწმენა, რომ ეს ქვეყანა უფრო ძლიერი, ჯანსაღი დემოკრატიისკენ მიემართება“, - აღნიშნა ელჩმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა