მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილის პირას - თემურ ჯანაშია
"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.
მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი სიკვდილის პირას იმყოფება.
"ადამიანი აღარ არის ფაქტობრივად. აქვს 38-მდე სიცხე, აქვს 170 წნევა. საკვებს ვერ იღებს, წამლებს ვერ იღებს, არის ლოგინში ძალა დაკარგული. ადამიანს არ შეუძლია კომუნიკაცია, რაღაცები დავილაპარაკეთ ძალიან ცოტა, საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას, ეს არ არის ნორმალური. ელოდება ექიმ კობის {ამერიკელი ექიმი}“, - აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის ეტაპზე 20 კილოგრამი დაიკლო და ამ დრომდე უჭირს გადაადგილება. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სააკაშვილმა წამლებისა და საკვების მიღებაზე უარი თქვა.