თეგებით ძიება

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:


ვერძი
თქვენი ოპტიმიზმი გარშემომყოფებზე დადებითად იმოქმედებს. მოგზაურობა საინტერესო თავგადასავლებით აგავსებთ. სამსახურში წარუმატებელი დავალების გამო შესაძლოა სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. შეინარჩუნეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.

კურო
ახალი პარტნიორობა თქვენ ბიზნეს დიდ წარმატებას მოუტანს. თქვენი ოჯახის წევრები ყოველთვის თქვენ აზრს არ გაიზიარებენ და ნუ განაწყენდებით. სოციალურ მედიაში თუ პოპულარობა გინდათ ჯერ ყველაფერი კარგად შეისწავლეთ. ახალი რომანის დაწყების დროა.

ტყუპები
არ დაიწყოთ ახალი პროექტი, თუ დარწმუნებული არ ხართ რომ საჭირო რესურს მოიძიებთ. ოჯახის წევრი, ვისაც თქვენი შესაძლებლობების რწმენა აქვს მუდამ მხარს დაგიჭერთ. კარგი იქნება თუ ჯანსაღად იკვებებით და ფიზიკურ დატვირთვას უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობთ. თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანი გამოჩნდება.

კირჩხიბი
სამსახურში თქვენს მოვალეობებს წარმატებით გაართმევთ თავს. თუ საზღვარგარეთ სწავლა გინდათ ახლა ცვლილებებისთვის შესაფერისი დროა. ფინანსური კუთხით ახალი შემოსავლის ძიების დროა. თქვენ ურთიერთობაში დიდ ბზარი წარმოიქმნება.

ლომი
პროფესიული კუთხით წარმატების მოპოვება არც ისე მარტივია. თქვენ ეკონომიკურ მდგომარეობას და ხარჯებს უფრო დიდი ყურადეღბა მიაქციეთ. შესაძლოა საცხოვრებელი შეიცვალოთ. თქვენი ჯანმრთელობა კვლავ დადებითია. დღეს საყვარელი ადამიანი თქვენი სურვილების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული.

ქალწული
ფინანსურად შესაძლოა რთულ პერიოდში აღმოჩნდეთ. სამსახურში თქვენ შრომას დააფასებენ და ხელფასი გაგეზრდებათ. ოჯახის უფროს წევრს შესაძლოა თქვენი მორალური მხარდაჭერა დასჭირდეს. თუ მოგზაურობა გინდათ აუცილებლად შეარჩიეთ სასურველი მარშრუტი.

სასწორი
იღბალი თქვენ მხარესაა და ეცადეთ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ. ოჯახის წევრები მნიშვნელოვან სიახლეს შეგატყობინებთ. ხარჯების ზრდა შესაძლოა ფინანსური კრიზისის გამომწვევი მიზეზი გახდეს. საყვარელ ადამიანთან ყოველთვის გულწრფელი იყავით.

მორიელი
შესაძლოა სამსახურის გამო ძალიან გადაიღალოთ და კარგია დაისვენოთ. ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. შეყვარებული მუდამ თქვენს გვერდით იქნება და დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი
შესაძლოა დღეს გაგიჭირდეთ ერთ დავალებაზე ფოკუსირება. თუ ინვესტიციის ჩადებას აპირებთ ახლა შესაფერისი დროა. აკადემიურ სფეროში წარმატების მიღწევის შანის გაიზრდება. ეცადეთ ყველაფერს პოზიტიური კუთხით შეხედოთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ.

თხის რქა
სამსახურში უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ოჯახის წევრების ცნობისმოყვარეობა თქვენს განწყობაზე უარყოფითად აისახება. ხარჯების სწორი მართვით ფინანსური კრიზისის რისკს შეამცირებთ. შეყვარებულთან უთანხმოება ურთიერთობის დასრულების მიზეზი გახდება.

მერწყული
დაზოგოთ დრო თქვენი დატვირთული გრაფიკიდან, რათა ფოკუსირდეთ თქვენს ჯანმრთელობასა და ფიტნესზე. ქონებრივი დავა დიდ დროს წაგართმევთ. სამსახურში კოლეგების მხრიდან დიდ ნდობას იგრძნობთ, რაც უფრო მეტ სტიმულს მოგცემთ. ურთიერთობა, რომელშიც დარწმუნებული არ ხართ უმჯობესია დაასრულოთ.

თევზები
დღეს ძალიან იღბლიანი დღე გაქვთ. კარგი იქნება თუ სახლში დარჩებით და აქ განაგრძობთ მუშაობას. სასურველი შედეგის მისაღწევად შრომა არ დაიზაროთ. ოჯახის მხარდაჭერა თქვენთვის მთავარი მოტივაციაა. პარტნიორს ნუ მისცემთ უფლებას თვითონ იყოს ურთიერთობაში დომინანტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა