თეგებით ძიება

"სხვა კითხვა მაქვს ამ ჭკუის კოლოფთან: რატომ უნდა ჰქონდეს წვდომა მოზარდს იმ ობიექტთან, სადაც რეკონსტრუქცია მინდინარეობს?" - დათო გორგილაძე ამილახვარს მიმართავს

მწერალი, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატს, გიორგი ამილახვარს მიმართავს:

"პარლამენტის წევრი (მგონი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე) გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ მოზარდებს უნდა ჰყავდეთ მეთვალყურეები და "არ უნდა მოხდეს მათი ჩასვლა" ისეთ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია.
მორალისგან, ადამიანობისგან და გამართული ქართულისგან დაცლილ ნათქვამს შევეშვათ - ყველას არ მოეთხოვება.
სხვა კითხვა მაქვს ამ ჭკუის კოლოფთან: რატომ უნდა ჰქონდეს წვდომა მოზარდს იმ ობიექტთან, სადაც რეკონსტრუქცია მინდინარეობს?
თუ ობიექტი დაუსრულებელია და რისკებიც არსებობს (არადა, გუშინ გახსნილა), რატომ არაა შემოსაზღვრული?", - წერს გორგილაძე.

შეგახსენებთ, სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის გამო ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა, სადაც 13 წლის გოგო დაიღუპა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ მოზარდებს მეთვალყურე უნდა ჰყავდეთ, რათა ისინი ისეთ ადგილას არ ჩავიდნენ, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. მოგვიანებით ამ განცხადების გამო ამილახვარმა ბოდიში მოიხადა და ასევე განაცხადა, რომ რეკოსტრუაქცია არათუ მიმდინარეობს, უკვე დასრულებულია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა