17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ყოველდღიური ვარჯიშის დახმარებით სასურველ ფორმას მიაღწევთ. სამსახურში უფროსის დახმარებით თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. მეგობრებთან ერთად სასიამოვნო მოგზაურობა გელით. დროა სამსახურში ახალი იდეის განხორციელება დაიწყოთ.
კურო
ოჯახურ ცხოვრებაში საინტერესო სიახლეა მოსალოდნელი. თქვენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდება. კოლეგები დაგეხმარებიან დროულად დაასრულოთ მიმდინარე პროექტი. ახალი ურთიერთობა ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ.
ტყუპები
კარგი იქნება თუ ოჯახის წევრებს უფრო მეტ დროს დაუთმოთ. სწორი კვება კარგ ჯანმრთელობის მდგომარეობას შეგინარჩუნებთ. ფინანსური კუთხით თქვენი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. საყვარელი ადამიანის მიმართ თქვენი დამოკიდებულება ურთიერთობას გააღრმავებს.
კირჩხიბი
ბიზნესის დასაწყებად შესაფერისი დროა. შესაძლოა უცხო ადამიანებთან კონფლიქტი მოგივიდეთ. ვარჯიში და აქტიური ცხოვრება ენერგიით აგავსებთ. ქონებრივი დავა, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს მალე დასრულდება. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ.
ლომი
სახლში შესაძლოა სასიამოვნო წვეულება მოაწყოთ. საქმეში თქვენი ჩართულობა წარმატებული აღმოჩნდება და სასურველ შედეგს მიაღწევთ. განსხვავებული აზრის და შეხედულების გამო ოჯახის წევრთან შესაძლოა იკამათოთ. სიყვარული მალე თქვენ ცხოვრებას სრულებიდ შეცვლის.
ქალწული
თქვენი კრეატიული იდეები დამატებით შემოსავლს მოგიტანთ. ოჯახური ურთიერთობების დასალაგებლად შესაფერისი დროა. მეგობრების ვიზიტი თქვენ საღამოს დასამახსოვრებელს გახდის. ოპტიმისტურად განეწყვეთ და გახსოვდეთ ყველაფერი შესაძლებელია.
სასწორი
პროფესიულ საქმიანობაში არასწორმა კომუნიკაციამ შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ. თქვენი ბიუჯეტის სწორად მართვით თავიდან აიცილებთ ფინანსურ კრიზისს. მოგზაურობის და ახალი ადგილების სანახავად კარგი პერიოდია. შეყვარებულთან კამათი, სტრესულ ვითარებაში ჩაგაყენებთ.
მორიელი
სულიერი სიმშვიდის მისაღწევად გაექეცით ყოველდღიურ პრობლემებს. კომპეტენტური ადამიანის რჩევით შეძლებთ ინვესტიციის განხორციელებას. მოგზაურობისას სიფრთხილე გამოჩინეთ, შესაძლოა ნივთები დაკარგოთ. საყვარელ ადამიანს უფრო მეტი დრო დაუთმეთ.
მშვილდოსანი
იცოდეთ ოჯახის წევრები ყველაფერში დაგიჭერენ მხარს, ამიტომ არ შეუშინდეთ სირთულეებს. უარყოფითმა ფიქრებმა შესაძლოა შინაგანი კონფლიქტი გამოიწვიოს. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. საყვარელი ადამიანი თქვენდამი უსაზღვრო სიყვარულს გამოხატავს.
თხის რქა
თქვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციები შემოსავალს გაზრდის. სამსახურში მთავარი აქცენტი უნდა გააკეთოთ თანამშრომლობასა და გუნდურობაზე. ვარსკვალევები შეყვარებულთან ერთად საოცნებო შვებულების გატარებას გპირდებიან.
მერწყული
საქმიანი გარიგება სასურველ შედეგს მოგიტანთ. დღეს მეგობრებისგან კომპლიმენტებს მიიღებთ, რომელიც დადებითი ემოციით აგავსებთ. ადამიანები დააფასებენ თქვენ კეთილ გულსა და ქმედებებს. დღეს შესაძლოა განთავისუფლდეთ დატვირთული გრაფიკისგან და დაისვენოთ.
თევზები
დროა შეაფასოთ თქვენ მიერ განხორციელებული ქმედებები და დაიწყოთ წინსვლა. თქვენი ძალისხმევა ფინანსური კუთხით შედეგს გამოიღებს და შემოსავალს გაზრდით. კარგი დროს საინტერესო მოგზაურობა დაგეგმოთ და დაისვენოთ.