თეგებით ძიება

პირველ რიგში, მას ვურტყამთ ფინანსებზე - დავით არახამია ივანიშვილის ნათესავების დასანქცირებაზე

უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს ეხმაურება.

"სალამი, ქართველ ხალხს. როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ მუშაობას ქართველის ოლიგარქების დასანქცირებაზე, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალ საქართველოს, შეურთდნენ ევროკავშირს.

ბიძინა ივანიშვილის მთელი გარემოცვა დღეს პრეზიდენტის ბრძანებით დასანქცირდა. უახლოეს მომავალში იმედი მაქვს, რომ ქართული მედიაც გამოაქვეყნებს ივანიშვილის მოლარეების გვარებს.

პირველ რიგში, მას ვურტყამთ ფინანსებზე, ეს ამერიკელებისგან ვისწავლეთ და შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზე. იმედი მაქვს, ეს კარგი ამბავი არის თქვენი თავისუფალი ქვეყნისთვის“, - აცხადებს დავით არახამია.

შეგახსენებთ, უკრაინამ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ნათესავები დაასანქცირა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა