თეგებით ძიება
24. 10. 2022 COVID - 19

"ვწუხვარ ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან სასამართლოს შედეგით" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი გოგონა?

ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი გოგონა, შარლოტა Instagram-ზე ბასილაშვილ-დოროყაშვილის საქმეს ეხმაურება.

"როგორც ქალისთვის, ჩემთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რაც პარასკევს გაუკეთეს იმ ქალებს, რომლებმაც რეალურად გადაიტანეს ის, რაც ვიღაცამ ვითომ განიცადა.

ვწუხვარ ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან სასამართლოს შედეგით, ქალების გამო, რომელთაც გაუჩნდათ განცდა, რომ მათ აღარ მოუსმენენ. ქალმა წააგო სასამართლო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს, ის ვიღაც სხვის ისტორიას ჰყვება...

თუ შენ მოჰყვები ნამდვილ ამბავს, შენ მოგისმენენ, შენსას გაიგებენ“ - წერს შარლოტა.

ცნობისთვის, მოდელი ნელი დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებდა. სპორტსმენი სასამართლომ გაამართლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა