თეგებით ძიება

ვაკის პარკის ტრაგედიამ გამანადგურა, მაგრამ მაქვს პასუხისმგებლობა, ვიყო იქ, სადაც ამას ქალაქის განვითარება მოითხოვს - რას ამბობს კახა კალაძე?

თბილისის მერი, კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ იხსენებს და აცხადებს, რომ ამ ტრაგედიამ ის პირადად გაანადგურა.

"კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო იმ ტრაგედიას, რომელიც 11 დღის წინ დატრიალდა. უმძიმესი დღე დედაქალაქის ისტორიაში, უმძიმესი დღე ოჯახისთვის, პირადად ჩემთვის - ტრაგედია, რომელმაც გამანადგურა. პარალელურად, უნდა აღვნიშნო, რომ მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული, პასუხისმგებლობა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების წინაშე, პასუხისმგებლობა იმ ასეულობით ათასი ადამიანის წინაშე, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. რა თქმა უნდა, დღეს აქ იმიტომ ვიმყოფები, რომ ეს სჭირდება ქალაქს და ვიქნებით იქ, სადაც თბილისის განვითარება მოითხოვს“, - განაცხადა თბილისის მერმა.


შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ბავშვებს, რომლებიც შადრევნიდან ბურთის ამოტანას ცდილობდნენ, დენმა დაარტყა. შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ესმხვერპლა. მომხდარზე 9 წლის პირი დააკავეს. გამოძიება ისევ მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა