თეგებით ძიება

კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების“ თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მთავარი არხის" დამფუძნებლი, ნიკა გვარამია პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

"სულისკვეთებას იმის თაობაზე, რომ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა, ჩვენც ვიზიარებთ, ჩვენც ვეთანხმებით და მიგვაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას, დისკრეციას გამოიყენებს და გამოიყენებს შეწყალებას გვარამიასთან მიმართებით. ეს რაღაც ამხანაგური ხელმოწერები არ მოგვწონს და კოლექტიური საბჭოური ხელმოწერები და არ ვაწერთ, თორემ სულისკვეთებას ვიზიარებთ. დიახ, ჩვენც მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობითვის, ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა