თეგებით ძიება
06. 11. 2022 სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ურუგვაის გუნდი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, „დინამო არენაზე“, ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი ჩაატარა ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ და 34:18 მოიგო.

ქართველებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს – გორგაძის (3) და პაპიძის (1) ლელოები აბჟანდაძემ შედეგიანად გარდასახა, რასაც მანვე ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც მიამატა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 12 ნოემბერს ისევ თბილისში, „დინამო არენზე“ გამართავს. „ბორჯღალოსნების“ მეტოქე სამოას ნაკრები იქნება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა