თეგებით ძიება
09. 11. 2022 სპორტი

შესაძლოა, კვარაცხელია „უდინეზესთან“ მატჩიც გამოტოვოს - იტალიური მედია

წელის მწვავე ტკივილის გამო, „ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ მატჩი გამოტოვა.

ხვიჩამ შესაძლოა გამოტოვოს არა მხოლოდ „ემპოლისთან“ მატჩი, არამედ შაბათს „სტადიო მარადონაზე“ „უდინეზესთან“ გასამართი დაპირისპირებაც, - ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

"კვარაცხელიამ შესაძლოა გამოტოვოს არა მხოლოდ „ემპოლისთან“ მატჩი, არამედ მატჩი „უდინეზესთანაც“, რომელიც შაბათს „სტადიო მარადონაზე“ გაიმართება. მას წელის ტკივილი ჯერ კიდევ აწუხებს და საჭიროა ზრუნვა, რომ თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, საფრთხე მაინც არ შეექმნას. დამატებითი სიახლეები მხოლოდ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მაგრამ ამ დროისთვის საეჭვოა, რომ კვარაცხელიამ 2022 წლის ბოლო მატჩი ჩაატაროს“, – წერს იტალიური გამოცემა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა