თეგებით ძიება
14. 11. 2022 მსოფლიო

ხერსონში ომის 400-ზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა - ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში გამომძიებლებმა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის 400-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს.

”გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს რუსული ომის 400-ზე მეტი დანაშაული, ნაპოვნია როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ასევე სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

11 ნოემბერს, რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქი ხერსონი დატოვეს. ქალაქი რუსეთის ჯარებს მარტის შემდეგ ჰქონდათ დაკავებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა