თეგებით ძიება

"ზოგს ყველაფერი აქვს, მაგრამ მაინც წუხს, მაინც წვალობს და სულ შფოთშია, ზოგი კი..." - რას წერს პეტრე კოლხი?

მამა, პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში წერს, რომ ზოგს ყველაფერი აქვს, მაგრამ მაინც წუხს, მაინც წვალობს და სულ შფოთშია.

"ზოგს ყველაფერი აქვს, მაგრამ მაინც წუხს, მაინც წვალობს და სულ შფოთშია…
ზოგიც ლუკა პურს თუ იშოვნის, ბედნიერებისგან დაფრინავს…
მთავარი აღქმაა, რამდენად აფასებ იმას, რაც მოგეცა…
უმადური ადამიანი ოქროს სასახლეში რომ აცხოვრო, შეიძლება იმაზე გაბრაზდეს, კარის სახელური ბრილიანტის რატომ არ არისო…
მადლიერი კი, ქოხში რომ ცხივრობს და შეშის ღუმელთან ზის, ღმერთს ათას მადლობას სწირავს, მთავარია არ მაწვიმს და თავშესაფარი მაქვსო…
უმადურობა და მადლიერება ქონა-არქონაზე არა, შინაგან ბუნებაზეა დამოკიდებული.
ჰოდა, ბედნიერება არც ფულშია, არც უფულობაში, ის სხვა განცდაა, რომელიც საკუთარ თავში მოგზაურობით უნდა აღმოაჩინო", - პეტრე კოლხი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა