თეგებით ძიება

თუ დასავლეთი საქართველოს დაფინანსებას შეუწყვეტს, გაუკაცრიელება გველოდება - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუ დასავლეთი საქართველოს დაფინანსებას შეუწყვიტს, ჩვენს ქვეყანას გაუკაცრიელება ელოდება.

"მარტო წელს, მილიარდ დოლარამდე შემოდის საქართველოში, რომლითაც გზები უნდა გაკეთდეს, რომლითაც უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, ელექტროსადენები და უამრავი პროექტი უნდა გაკეთდეს საქართველოში და სწორედ დასავლური ფულია ეს ყველაფერი. რო გახვალთ ქუჩაში, რაც კი არის გაკეთებული, ყველაფერი იქიდან შემოსული ფულია. და თუ ამაზე საქართველოს ეტყვიან უარს, ჩვენ გაუკაცრიელება გველოდება. ზუსტად ამაშია ეროვნული ინტერესების ღალატი, როდესაც ეს ადამიანები, ეს ფილიპე მახარაძეები და სერგო ორჯონიკიძეები ამბობენ, რომ თურმე ამას არანაირი ფასი არ აქვს“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა